aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილის ქველმოქმედების ძირითადი მოტივატორი იყო სააკაშვილი, არა?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და აღნიშნული ქველმოქმედების მოტივზე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს.

“ვინმემ ზუსტად დაითვალა შეფარდება, რამდენს ხარჯავდა “ქველმოქმედებაში” ბიძინე შევარდნაძის, სააკაშვილის და ქოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში? არადა, საინტერესო იქნებოდა. უხეში დაანგარიშებით, ეს შეფარდება დაახლოებით ასე გამოიყურება:

1) 10 – შევარდნაძის დროს
2) 100 – სააკაშვილის დროს
3) 1 – საკუთარი პოლიტიკური ძალის ზეობის პერიოდში

აღარაფერს ვამბობ მასზედ, რომ ამ “ქველმოქმედების” წყალობით მან ერთ ლარად და სიმბოლურ ფასებად დაისაკუთრა თბილისის ცენტრის დიდი ნაწილი (გმირთა მოედანზე და მის შემოგარენში, სოლოლაკში, ბოტანიკურ ბაღში, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის პროსპექტზე, მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ა.შ.), იდგა კანონზე მაღლა და სარგებლობდა სრული ხელშეუხებლობით. ასევე, ამ “ქველმოქმედებას” იყენებდა სამომავლოდ პოლიტიკური დივიდენდების დასაგროვებლად და 50-ჯერ მაინც ექნება ხალხისთვის ეს ყველაფერი წამოყვედრებული…

მაგრამ მთავარი, რა გამოდის: მისი “ქველმოქმედების” ძირითადი მოტივატორი და მამოძრავებელი იყო მიხეილ სააკაშვილი, არა?” – წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 1.1 დოლარს ამაზონის ტყის გადასარჩენად გადარიცხავს.

იტვირთბა....