aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცხინვალის ე.წ. КГБ ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცხინვალის ე.წ КГБ თბილისს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქართული ძალოვანი უწყებები ზნაურის რაიონში მასშტაბურ პროვოკაციებს ამზადებენ.

“ადმინისტრაციულ ხაზთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნამ შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს,” – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებაში,

პარალელურად, როგორც სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განუცხადა ე.წ. КГБ-ს სასაზღვრო განაწესმა დღეს, დასახლებულ პუნქტ წნელისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული გააჩერა, რომელმაც ე.წ. საზღვარი „დაარღვია“.

„დამკვირვებელთა მსგავსი ქმედება პროვოკაციულია წნელისთან დაკავშირებით სიტუაციის განსამუხტად დაგეგმილი მორიგი ტექნიკური შეხვედრის წინ“, – განაცხადა იგორ კოჩიევმა.

იტვირთბა....