aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლისთვის ჯიშკარიანის საქმის გაცნობას” – პროკურატურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას”, – აცხადებს გენერალური პროკურატურა, რომელმაც სახალხო დამცველს თამთა თოდაძისა და ილია ჯიშკარიანის სისხლის სამართლის საქმე არ გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი  საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო  წესით ითხოვდა  ქ. თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას.

სახალხო დამცველის შესახებ ორგანობული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად,  საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს , შემოწმების ჩატარებისას  გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ  საქმეებს , რომლებზეც  მიღებული გადაწყვეტილებები  კანონიერ ძალაშია შესული.

შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს,  მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით არ ცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფს  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა  კვლავ  მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით   განაგრძოს  სახალხო დამცველის  საქმიანობის განხორციელების   ხელშეწყობა.  სახალხო დამცველის აპარატს,  განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში,  დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,  შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს  იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ პროკურატურა რაღაცას მალავს.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენი საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს გუშინ შეხვდა.

იტვირთბა....