ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პროკურატურამ ლომჯარიას საქმის მასალების გადაცემაზე უარი იმიტომ უთხრა რომ რაღაცას მალავენ” – თოდაძის ადვოკატი

პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძისა და ილია ჯიშკარიანის სისხლის სამართლის საქმე არ გადასცა. ამ საკითხს გამოეხმაურა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა და განაცხადა, რომ პროკურატურა რაღაცას მალავს.

“არ არის განმარტებული მოტივი, რატომ ეთქვა უარი სახალხო დამცველს საქმის მასალების გაცნობაზე. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, რაღაც დასამალი აქვს პროკურატურას, რადგან ჩვეულებრივ გახმაურებულ საქმეებზე და არა მარტო გამხმაურებულ საქმეებზე, ისეთებზეც, რომელსაც გრიფი ადევს, სახალხო დამცველს ჰქონდა წვდომა. ჩვენს საქმეზე თავიდანვე მაქსიმალური საჯაროობა იყო და დაზარალებული ითხოვდა, საქმის ყველა დეტალი გასაჯაროვებულიყო“,- აღნიშნა თამარ ლუკავამ.

ამასთან, ადვოკატი გეგმავს, თავად მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს, სახალხო დამცველს საქმის მასალები გააცნონ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს გუშინ შეხვდა.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....