aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გუშინ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, მისი თქმით, სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა.

იტვირთბა....