aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა, უნდა იყოს გამოძიებული” – გახარია პროკურატურის თანამშრომლის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული.

„პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გუშინ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, მისი თქმით, სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა.

იტვირთბა....