aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტს აქვს ერთი თვე, რომ ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია” – ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კაცობრიობოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ ჩაიდიდან და საკუთარ უფლებამოსილებას დაუწესა მორატორიუმი – ამის შესახებ განცხადება, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, ერთ თვეში მოდის გიორგობის დღესასწაული და ტრადიციულად მსჯავრდებულები ელოდებიან შეწყალებას.

“ერთი თვეში არის გიორგობა და ჩვენთან ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით მსჯავრდებულები საპატიმროებიდან ელოდებიან პრეზიდენტისგან შეწყალებას. ბოლო კვირების გამავლობაში, მმიუხედავად იმისა რომ აღარ ვარ შეწყალების კომისიაში, უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება იქნება თუ არა შეწყალება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კაცობრიობოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ ჩაიდიდან და საკუთარ უფლებამოსილებას დაუწესა მორატორიუმი. ამის მიუხედავად მე მივმართავ და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მის მოვალეობას. პრეზიდენტს აქვს ერთი თვე რომ ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია და ერთი თვის თავზე ის ადამიანები ვინც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას მათდამი გამოავლინოს ჰუმანური დამოკიდებულება” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მკვლელობაში მსჯავდებულები, ერთი ნარკორეალიზატორი და ძებნილი შეიწუყალა. მკვლელობაში გასამართლებულთა შორის ერთ-ერთი იყო ცნობილი ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზურის შვილი.

იტვირთბა....