aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ მიხეილ დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე, მიხეილ დვალიშვილი, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

შეგახსენებთ, მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

იტვირთბა....