aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 23 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“გლდანის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ვეკუას, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ბუკისციხის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, კაიშაურის, ნიაბის, კიკეთის და შილდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....