aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარს ბრალი წაუყენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარს ბრალი წაუყენეს.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობას გულისხმობს.

ბრალდებული დაკავებული არ არის. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის მაისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა 16 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ კასპში შვიდი თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის არასრულწლოვანია, მოსამართლემ სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

იტვირთბა....