aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როდის უნდა დატოვოს ციხე ბაჩო ახალაიამ: ექს-მინისტრის მეუღლე კითხვას სვამს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, მეუღლე ანა ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც მისი მეუღლის ციხეში ყოფნის ვადაზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, ბაჩო ახალაიას მიუსაჯეს 9 წელი და ის 2012 წლის 6 ნოემბრიდან ზის ციხეში, თუმცა მოსამართლე ნათია გუდაძის განჩინებით, იგი ციხეს ტოვებს 2022 წლის 2 მარტს.

“X-ს მიუსაჯეს 9 წელი. იგი დააკავეს 2012 წლის 6 ნოემბერს და მას შემდეგ ზის ციხეში.
ამოცანა გვეკითხება, როდის უნდა დატოვოს ციხე X-მა?” – სვამს კითხვას ანა ნადარეიშვილი.

“ბაჩო ახალაიას მიუსაჯეს 9 წელი. 2012 წლის 6 ნოემბრიდან ზის ციხეში და მოსამართლე ნათია გუდაძის განჩინებით იგი ციხეს ტოვებს 2022 წლის 2 მარტს. არ ვიცოდი თუ ქოცებს ნაკიან წელიწადში 16 თვე ჰქონდათ” – წერს სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მეუღლე.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და თანამდებობის დაკავება 3 წლის ვადით აუკრძალა.

 

იტვირთბა....