aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დოლიძემ მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა იუკადრისა” – ოხანაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანრი ოხანაშვილის განცხადებით იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს მისთვის არ მიუმართავს და განცხადებას რომ ის სხდომაზე არ დაუშვეს ტყუილს უწოდებს.

ოხანაშვილის განცხადებით კონკრეტული ადგილები წინასწარ არის განსაზღვრული.

„ახლა გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ანა დოლიძე პარლამენტში ყოფილა მოსული. მან სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ თითქოს მან მოგვმართა და ჩვენ დარბაზში არ შემოვუშვით, რაც არის ტყუილი. იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან ასეთი ტყუილის გავრცელება უხერხულია. მოგეხსენებათ, ეს დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის. ვინაიდან ინტერესი დიდია და თუ ვინმეს დასწრების სურვილი აქვს, ადგილები აქ თავისუფალი არ გვაქვს, ვთავაზობთ აქვე დარბაზში, აივანზე დასწრებას. როგორც ჩანს, ანა დოლიძემ იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა, რაც საბჭოს წევრის მხრიდან უხერხულია. შეკითხვების დასმა არის განსაზღვრული, კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. მაქსიმალურად ყველა სუბიექტს ვაძლევთ შეკითხვის დასმის შესაძლებლობას. სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს დასწრების საშუალებას არ ვაძლევთ, ძალიან ცუდი და არასწორია. თუ მომმართავენ, რომ მაინცდამაინც დარბაზში დასწრება უნდათ, მაქსიმალურად ვცდილობ, ეს უზრუნველვყო. მისი მხრიდან მსგავსი განცხადება ჩემს სახელზე არ შემოსულა,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ. იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს.

იტვირთბა....