aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხაზარაძის ადვოკატები “მუქარის წერილის” დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები, ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია,  ე.წ. მუქარის წერილის დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ. მანამდე, ადვოკატები პრესკონფერენციაზე „მუქარის წერილის“ დედანს მედიას გააცნობენ. პრესკონფერენცია „ზვიად კორძაძის საადვოკატო“ ბიუროში 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

 

იტვირთბა....