aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ატოცთან შეიარაღებული პირები კვლავ გამოჩნდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები ცოტა ხნის წინ კვლავ გამოჩნდნენ. თუმცა ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.

“ცოტა ხნის წინ გამყოფი ხაზის პერიმეტრზე კვლავ გამოჩნდა რამოდენიმე ფორმიანი პირი. ტექნიკა და სხვა გადაადგილება არ შეინიშნება. ჯერჯერობით რაიმე ტიპის სამუშაოებს აღნიშნული პირები არ აწარმოებენ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცის განაპირას გუშინ დილით გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს, ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები განაახლეს.

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები.

იტვირთბა....