"ატოცში რაც ხდება მიუღებელია" - გახარია - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ატოცში რაც ხდება მიუღებელია” – გახარია

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ატოცში რაც ხდება, ამაზე მთავრობამ ერთხელ უკვე გამოთქვა აზრი და დაადადსტურა, რომ ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც დაწყებულია,.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდად, განაგრძონ მოქალაქეებმა ცხოვრება საკუთარ მიწაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დაცული იყოს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, დღეს, სახელმწიფო სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რაც აუცილებელია იმისათვის,რომ წყანარად, მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე.

მინდა გთხოვოთ თქვენც, მეც ხომ აქ ვარ დღეს, გორში, სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ სულ სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ, ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.

ამავე თემაზე
იტვირთბა....