aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ვერ დამტკიცდა, რაც შეიძლება, სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს”

„გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ვერ დამტკიცდა, რაც შეიძლება, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს. შეიძლება, დამნაშავე იყოს, როგორც უნივერსიტეტი, ასევე ის ადამიანი, ვინც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა. დღეს საუბარია არა იმაზე, შეესაბამება თუ არა მისი საბუთები სასურველ თანამდებობას, არამედ დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის დევნა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ომან გოცირიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი განხილვის საგანი არაერთხელ გახდა. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძემ საშუალო სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის 1993 წელს სტუდენტი ყოფილიყო.

შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი, 1999 წელი აქვს მითითებული“.

 

 

იტვირთბა....