aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კუბლაშვილს გადაეცით, ადვოკატთა ეთიკის კომისიაზე მოუწევს პასუხის გაცემა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მას ადვოკატთა ეთიკის კომისიაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

“კუბლაშვილს გადაეცით, რომ რეპუტაციულ ომს და თამთას მიმართ შეურაცხმყოფელ მუქარებს არ გავუტარებ და ადვოკატთა ეთიკის კომისიაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ისედაც უჭირთ ხმის ამოღება და სამართლებრივი ბრძოლის წამოწყება და ადვოკატი, რომელიც მსხერპლს განადგურებით ემუქრება და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს – არის ნ…ი!

ყველა მოძალადეს ჰყავს ადვოკატი, მაგრამ ყველა ადვოკატი არ ცდილობს მსხვრპლებსა და მოწმეებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, ბევრი ახერხებს ღირსების შენარჩუნებას პროფესიულ საქმიანობაში – თუმცა ამათ რიცხვში მარიამ კუბლაშვილი არ წერია.” – აცხადებს ქალთა უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე თამთა თოდაძე მის უფროსს სექსუალურ და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძე დებატებში გამოიწვია.

იტვირთბა....