aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ”

“თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ… გამოძიების მიმდინარეობისას იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შალვა თადუმაძე – გენერალური პროკურორი.

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებული აღნიშნული განცხადება თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირთა შორის მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირებიც მოხვდნენ, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილიც იმყოფებოდნენ.

 

 

 

იტვირთბა....