aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2020 წელს, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური ასამბლეა თბილისში გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

2020 წელს, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური ასამბლეა თბილისში გაიმართება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, ბრიუსელში, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

“კანდიდატებს შორის იყვნენ და ჩვენს დედაქალაქს კონკურენციას უწევდნენ ისეთი მეგაპოლისები, როგორიცაა სინგაპური, მელბურნი, ტოკიო, სან-პაულო და რომი.

აღსანიშნავია, რომ არა მარტო საქართველოს დედაქალაქს, არამედ არცერთ პატარა ქვეყანას არასდროს ჰქონია პატივი ემასპინძლა ისეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიებისთვის, როგორიც მსოფლიო პროფკავშირების მთავარი მმართველი ორგანოს – გენერალური საბჭოს სხდომაა.

გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და პირველი პირი ეწვევა და გლობალური მნიშვნელობის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს.

აღსანიშნავია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის – ირაკლი პეტრიაშვილის წვლილი გადაწყვეტილების ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებაში, რაც თავის მხრივ საქართველოს პროფკავშირების აღიარება და ამასთანავე დიდი პატივია.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომა ბრიუსელში დღესაც გრძელდება. ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე პრეზიდენტია და შეხვედრაში ამ სტატუსით მონაწილეობს. მსჯელობის მთავარია საკითხია მშრომელთა ძალის გაძლიერება”. – აცხადებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში.

იტვირთბა....