aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შატილში ახალი სკოლა აშენდება” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში პრემიერი შატილის საჯარო სკოლის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხმაურება.

„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,“ – აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს შატილის საჯარო სკოლა დაიწვა. 

იტვირთბა....