aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფილმს “საქართველო ღვინის სამშობლო” სპეციალური პრიზი გადაეცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ფილმს საქართველო ღვინის სამშობლო“ სპეციალური პრიზი გადაეცა.

ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ საფრანგეთში ქალაქ მარსელში მიმდინარე წლის 13-16 ივნისს გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე „Oenovideo“ – ფესტივალის პარტნიორთა და ჟიურის მიერ – მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, 144 ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ჯილდო სულ რამოდენიმემ დაიმსახურა.
მიმდინარე კვირაში პარიზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ფილმის იდეის ავტორი და შემეცნებითი მიმართულების პროდიუსერი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და „იუნესკოში“ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი დაესწრნენ.

ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ტერეტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა დღემდე. ფილმში ასევე ასახულია მეღვინოების დედაქალაქად წოდებულ, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 2017 წელს გამართულ პროექტზე „საქართველო მეღვინეობის აკვანი“, სადაც ახლადგახსნილ ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში – La Cité du Vin საქართველო, როგორც პირველი მიწვეული ქვეყანა იყო წარდგენილი.

სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“- ის ბაზაზე.

იტვირთბა....