aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნელ-ნელა ყველაფერს გამოვამზეურებ” – ჯიშკარიანის ადვოკატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მან (თამთა თოდაძემ. რედ.) დაუშვა ბევრი შეცდომა – ინტერვიუებში არის ძალიან ბევრი ცდომილება. ის სხვადასხვაგვარად აღწერს ამ ინციდენტს და ძალიან ადვილია მისი გაშიფვრა, რომ ის იტყუება”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” საუბრისას ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა.

როგორც ადვოკატი ამბობს, სიმართლე რამდენიმე თვეში გაირკვვა, მანამდე კი, “ყველაფერს გამოამზეურებს”.

“საქმეში არის ისეთი გარემოებები, რომლებზეც მე ვერ ვისაუბრებ და ვლაპარაკობ იმაზე, რაც შეიძლება ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს.

მაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, მე მაქვს ძალიან გამართული საქმე. ძალიან სუსტია ბრალდების პოზიცია. უამრავი გარემოება ადასტურებს, რომ განცხადებები, ჩვენება არის სიცრუე და ნელ-ნელა ყველაფერს გამოვამზეურებ. რა თქმა უნდა, ისეთი ინფორმაციის გარეშე, რომ ის არ შეიცავდეს რეპუტაციის შემლახველ ცნობებს. სხვა დანარჩენი თუ რამე იქნება პირადული, ესენი გადავა სასამართლოში.

არ მითხრათ, რომ საგამოძიებო მოქმდებები არ ჩატარდა, რითიც სპეკულირებენ. ყველაფერი დროულად ჩატარდა. ყველაფერი გამოვიკვლიეთ. იმავე ღამესვე არის შემოწმებული და მეორე დილასვე არის გაგზავნილი გამომძიებლის მოთხოვნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აწერია – გთხოვთ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში წარმოგვიდგინოთ დასკვნა. დაკითხულია მოწმეები, ამოღებაა გაკეთებული, სხეულის დათვალიერებაა გაკეთებული. თოდაძის დაკითხვიდან ნახევარი საათის შემდეგ, ჩხრეკაა ჩატარებული ოფისში და ამოღებულია ნივთები.

თამთა თოდაძის მოტივზე არ მინდა საუბარი, მაგრამ იმდენად ზუსტად მაქვს შესწავლილი მოტივი ამ მოქმედებისა, იმდენად გაშიფრული მაქვს ყველაფერი და იმდენად სწორი პოზიცია მექნება სასამართლოში, რომ ცხადია, ჩემი სტრატეგია მაქვს და ვსაუბრობ მინიშნებებით და ვერ ვლაპარაკობ მთავარზე. მათ არ მინდა, რომ ჩემი სტრატეგიის შესახებ იცოდნენ. თუმცა თოდაძის მიზანი და მოტივი რამდენიმე თვეში კარგად გამოიკვეთება. მე გეუბნებით, რომ ამ ადამიანს მოტივიც გააჩნია, მის დამცველ გუნდს ირგვლივ აგრეთვე გააჩნია მოტივი”, – უთხრა “მეტრონომს” მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ჯიშკარიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

იტვირთბა....