aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კობახიძეს აღიარებითი ჩვენება მიუცია – 45%-ს კი არა, 40%-საც ვერ მისწვდებიან” – ბოკერია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში”, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 2020 წლის არჩევნებს ეხებოდა.

ბოკერიას განცხადებით, ქართული ოცნრბა 45%-ს კი არა 40 %-საც ვერ მისწვდება.

„ ვუსმინე, აღიარებითი ჩვენება მიუცია უკვე, დაუშვია, – კარგია, მივესალმები – 50%-ს ვერ ავიღებთ 45%-ი იქნებაო. 45%-საც ვერ აიღებენ. 47%-ი აიღეს ყველა დარღვევებისა და ყველაფრის ჩათვლით, რაც გამოიყენეს 2016 წელს და იმის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მათი მხარდაჭერის საზომად უფრო მეტად გამოადგებათ სალომე ზურაბიშვილის არჩევნების პირველი ტური. მეორე ტურში ხალხმა ხმა სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“ კი არა, შიშს მისცა, შიშს, რომ არ მოსულიყო მიშა. ამიტომ საზომი არის პირველი ტურის შედეგები, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა 37% აიღო ყველა მეთოდის გამოყენებით და იმის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა: ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, შემოსავლების ზრდა არ არის, უსაფრთხოება გაუარესდა, იყო გავრილოვის სამარცხვინო ღამე, ძალადობით და ხელისუფლების უტიფარი რეაქციებით. ამათი უტიფრობის და პოლიტიკური სიბრიყვის გამო, კიდევ მეტი სიბრიყვე გველის მომავალი ერთი წელი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ხელს შეუწყობს ამომრჩეველს, რომ უფრო დიდი რაოდენობა მოვიდეს და მათ წინააღმდეგ მისცეს ხმა. რის 45 %, 40 %-საც ვერ მისწვდებიან. „ქართული ოცნების“, ივანიშვილის გუნდის ენაზე ეს აღიარებითი ჩვენებაა. იქამდე იძახდნენ 60%-ს – კობახიძე საერთოდ რეკორდსმენია ამ თვალსაზრისით, ახსოვს ყველას, წაგებულ ღამეს, რომ მოგებულ ციფრებს აქვეყნებდა. ამიტომ ის, რომ 45%-ს იძახის გულში 35%-ს ფიქრობს“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

იტვირთბა....