aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ოცნებამ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, შესაძლოა საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა, რომ თუ “ოცნებამ” ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს.

“ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში, თუ შეხედულებებში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღემდე ვერ იკვრება კოალიცია ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს. ანუ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – იმ შემთხვევაში, თუ “ქართულმა ოცნებამ” ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განცხადებით, ამის თქმის საფუძველს დღევანდელი სურათი აძლევს.

„თუმცა მომდევნო ერთი წელიწადი საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, რომ გინდა, თუ არა გარანტირებულად თქვა, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას მოგცემს ერთ წელიწადში. ამისთვის სერიოზული მუშაობაა საჭირო. ჩვენ ერთი წელი გვაქვს მოსამზადებლად, არამარტო მოსამზადებლად, არამედ საქმის გასაკეთებლადაც. ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ ერთი წლის განმავლობაშიც. გარდა ამისა, საარჩევნოდ ჩვენ ვგეგმავთ ამომრჩევლისთვის ისეთი პროგრამის შეთავაზებას, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის საფუძველი უნდა გახდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ცატარედება.

იტვირთბა....