aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის, 2002 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, 2002 წელს დაბადებული გ.რ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებული ვ.მ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.რ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

იტვირთბა....