aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემთვის არ უთქვამს, რომ პოლიტიკას არასდროს გაეკარება” – მდინარაძე ზარდიაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან  საუბარშუ ვანო ზარდიაშვილის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მას ამ დრომდე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზარდიაშვილი პარტიაში რჩებოდა.

„ვანო ზარდიაშვილთან ამაზე კომუნიკაცია არ მქონია, არ მიკითხავს მიდის თუ არა პოლიტიკიდან. ვიცოდი, რომ პარტიას არ ტოვებს და წავიდა პარლამენტიდან. ზარდიაშვილი ამბობდა, რომ იქნებოდა პარტიის აქტიური წევრი და არჩევნებშიც დაეხმარებოდა პარტიას. „იმედია არასდროს დავბრუნდები” – ეს ტერმინი მან თუ გამოიყენა, არ მიკვირს, რადგან თვეების წინ საუბრობდა პირადად ჩემთან, რამდენად აბრალებდნენ მას ბევრ რაღაცას, ტალახს ესროდნენ. წუხდა ამაზე მისი ოჯახიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე” – აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ მანდატის დატოვების შემდეგ ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდანაც მიდის.

იტვირთბა....