aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე თადუმაძის თანაკურსელებს სახინკლეში ეპატიჟება (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაბის წევრმა” იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, შალვა თადუმაძის თანაკურსელები ხინკლის საჭმელად რესტორანში დაპატიჟა.

“მინდა, მივმართო თქვენს კურსელებს, მეგონა იქნებოდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ თქვენ თქვით რამდენიმე ათეული 100 ალბათ, ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება. მაგრამ მე მთელ თქვენს ჯგუფს ვთავაზობ, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაღლეს სახინკლეში” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ.

ამ კითხვას გენერალურმა პროკურორმა შალვა თადყუმაძემაც უპასუხა და განაცხადა რომ ამ საკითხს დააორგანიზებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

იტვირთბა....