aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ხელისუფლებამ გახარიას თაოსნობით, გადაწყვიტა, რომ 20 ივნისის ღამის მთავარი დაზარალებულები თურმე სამართალდამცველები არიან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრი  სერგი კაპანაძე ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ, დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო,  ვიდრე აქციის მონაწილე.

როგორც კაპანაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, ამგვარი სტატისტკა “გასაკვირი არ არის, უბრალოდ, ამაზრზენია”.

“ნათელი დადასტურება არის იმის, რომ როგორ უყურებს ამ მოვლენებს ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს ხალხი არაფერს წარმოიდგენს და რომელმაც გადაწყვიტა გახარიას თაოსნობით, რომ სამართალდამცავები არიან თურმე მთავარი დაზარალებულები. ჩვეულებრივად, პირდაპირი გამოვლინებაა იმისა, რასაც ამდენი ხანია აკეთებენ. ამისივე ნაწილი არის გახარიას დაწინაურება, ნაცვლად სახლში გაშვების. გასაკვირი არ არის, უბრალოდ ამაზრზენია ეს სტატისტიკა”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

საიამ მთავარ საგამოძიებო ორგანოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ  პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა მაკო გომურს, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს გავითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა.

იტვირთბა....