მთავარი ციტატა

“როგორც კი დასრულდება პროცედურები, მაკო გომური იქნება დაზარალებულად ცნობილი”

“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი”

გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი

შეგახსენებთ, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო,  ვიდრე აქციის მონაწილე. დაზარალებულთა შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აღნიშნულ აქციაზე თვალი დაკარგა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....