რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვაიჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესორად მოხსენიების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს. როგორც დეპუტატმა ტელერხ „როსია-24“-ის ეთერში განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ სალომე ზურაბიშვილს დაეგმო თბილისში, ივნისში რუსულ დელეგაციის ვიზიტის გამო განვითარებული მოვლენები, რუსეთს მან აგრესორი უწოდა.
„სიგნალი ერთი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციაში: საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც რუსეთს საჯაროდ აგრესორი-ქვეყანა უწოდა, ეს სიტყვები უკან უნდა წაიღოს, ბოდიში მოიხადოს და თავისი პოზიცია განმარტოს. როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობა, თუ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა?“ – აცხადებს ვოლოდინი.