aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები” – დავით ჭიჭინაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები”, – ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას.

ჭიჭინაძის აზრით, “ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“, შესაძლოა, ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს”, თუმცა, მისივე შეფასებით, “როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული”

“ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი, ხოლო რადგან ბევრნი არიან და მეშინია ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ „კოლექტიურ ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები. მოკლედ, ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობის და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

იტვირთბა....