aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორც ჩანს ბიჭს რაღაც შეეშალა და დაისაჯა” – ჭიჭინაძე ზარდიაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზარდიაშვილს საკმაოდ გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვანო ზარდიაშვილის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას.

როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა ამ ქვეყანაში არაფერი იმალება და ადრე თუ გვიან ამ ამბის რეალური ვარიანტიც გაჟღერდება.

“როგორც ჩანს „ბიჭს“ რაღაც შეეშალა და ამ საქციელის გამო დაისაჯა. იურიდიულ კომიტეტზე, ბესელიასთან მომხდარი ინციდენტი არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ ზარდიაშვილს საკმაოდ გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. ჩათვალა, რომ გარკვეული ჯგუფების ლობისტი იყო, მათი ინტერესები უნდა დაეცვა, რის გამოც ამ ყველაფრისთვის შანტაჟური ხასიათის მიცეემას შეეცადა და ამას შეეწირა კიდეც.
რადგან ზარდიაშვილი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა. მითუმეტეს ორი-სამი დღის წინ სულ სხვა განწყობებით დადიოდა.
ეს არის საკმაოდ მაღალ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. იმდენად მაღალ დონეზე, რომ „ოცნების“ რიგითმა დეპუტატებმაც კი არ იცოდნენ ამის შესახებ.
მოკლედ, არაფერი ამ ყვეყანაში არ იმალება და ადრე თუ გვიან ეს ამბავიც გაჟღერდება” – დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მანდატი დატოვა. 

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

 

 

იტვირთბა....