aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზარდიაშვილი ვერ ხვდება რა დააშავა – მას უბრალოდ მიუთითეს კარისკენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვება “სისტემურად ბევრს არაფერს ცვლის”.

პოლიტოლოგი, რომლის აზრითაც, ზარდიაშვილთან “ასოცირებული პრობლემები ისევ ძალაშია”, “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მას უბრალოდ “კარისკენ მიუთითეს”, თუმცა, “ძალიანაც არ დაჩაგრავენ”.

“მე არ ვთვლი, რომ ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვება რაღაც ისეთი მოვლენაა, რომ ჩვენ მთელი დღე უნდა ვილაპარაკოთ. კარგია, რომ დატოვა, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ხელისუფლების მოტივი ამ შემთხვევაში – ეს არის იმაზე რეაგირება, რომ ზარდიაშვილმა მორალური სტანდარტი დაარღვია, თუ ასეა, კარგია, ან ეს უბრალოდ მისი საჯარო სივრციდან დამალვის მცდელობა შეიძლება იყოს და მეტი არაფერი. სისტემურად ეს ბევრს არაფერს არ ცვლის. პრობლემები, რასთანაც ასოცირდებოდა ზარდიაშვილი და რაზეც საზოგადოებაში იყო მსჯელობა, ჯერ კიდევ ძალაშია, არსად არ წასულა. ვგლისხომ, როგორ გადმობარგდა მანკიერი სისტემა წინა ხელისუფლებიდან ამ ხელისუფლებაში, მათ შორის სასამართლოცაა, რა თქმა უნდა.

ზარდიაშვილი ახლაც კი ვერ ხვდება რა დააშავა. მას უბრალოდ მიუთითეს კარისკენ. მე არ მგონია, რომ მას ძალიან დაჩაგრავენ – მოუძებნიან რამე თბილ ადგილს და ეყოლებათ”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

იტვირთბა....