aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შემთხვევაში შეიძლება დააჯარიმონ ე.წ. “შმაქსისტი”? – იაგო ხვიჩია კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბოლო პერიოდში, “გირჩის” ლიდერების მიერ წამოწყებულმა კამპანიამ ე.წ. “შმაქსისთან” დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან აღქმულია, როგორც ტაქსის ლატერნატივა.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, დღევანდელი კანონმდებლობით “შმაქსისტის” დაჯარიმება შეუძლებელია, თუ მანქანის მძღოლი თვითონ არ იტყვის, რომ ტაქსისტია და არა „შმაქსისტი. მისი თქმით, „შმაქსი“ სოციალური პროექტია, რომელიც საზოგადოების დაბალ და საშუალო ფენას ეხება.

„ჩვენთან მოდიან მართლა გამწარებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ოჯახების რჩენის ერთადერთი საშუალება წაართვა მერიამ. ხალხს ჩამოართვეს საკუთრება საკუთარ მანქანებზე. ჩვენ შევთავაზეთ ამ მავნე რეგულირებისგან თავის არიდების საშუალება ჩვენი საგანმანათლებლო პროექტი „შმაქსით“. 100-ზე მეტი ადამიანი არის უკვე „შმაქსიში“ გაწევრიანებული, ყოველდღიურად ემატებიან ადამიანები. აჯარიმებენო ჭორები დადის, მაგრამ ეს ჭორები არ მართლდება.“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, მერიის ინიციატივით, გარკვეული შეზღუდვები განხორციელდა ტაქსებზე, რომელიც მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსების გადაადგილებას გულისხმობს.

იტვირთბა....