aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგიჩაიშვილი – უმრავლესობის წევრებიც არ არიან ბოლომდე იმაში დარწმუნებული, რომ შეიძლება, ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი შეინარჩუნოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა, შესაძლოა, დეპუტატის მანდატი დატოვოს.

„ვანო ზარდიაშვილი სახეა იმ უპრინციპობის, რაც „ოცნებამ“ გამოიჩინა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც მთავარი ფასეულობების ხაზს გადაუხვია. ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და იმ მოლაპარაკებაზე, რა აწყობს მას. დეპუტატის მანდატი დათმოს და არაფერი მიიღოს, არ წავა უბრალოდ…. როგორც ჩანს, თვითონ უმრავლესობის წევრებიც არ არიან ბოლომდე იმაში დარწმუნებული, რომ შეიძლება, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი შეინარჩუნოს,”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

საუბარი ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც მასსა და დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბესელიამ ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

იტვირთბა....