aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამარ ჩუგოშვილი – თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს წევრმა, ილია ჯიშკარიანმა თანაშემწის გაუპატიურება სცადა.

ჩუგოშვილის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს.

„ძალიან მძიმე იყო გუშინ, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა.

სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება“, – წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანმა მისი გაუპატიურება სცადა.

თავად ჯიშკარიანი კი, ამბობს, რომ “სიბინძურეზე საუბარი არ სურს და საქმეს სამართლებრივი გზით გაარკვევს”.

გამოძიების დასრულებამდე, “ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, გუშინ, 5 ოქტომბერს დედაქალაქის საკრებულოსთან აქცია გაიმართა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

იტვირთბა....