aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ მის დღევანდელ განცხდებას დამატებით განმარტავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

“ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური.

თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით. საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე”, – წერს ხაზარაძე.

“ლელოს” დაფუძნებელმა დღეს მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით განაცხადა:

„მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა.

იტვირთბა....