aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ “ლელოს” დაფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.

ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, ხაზარაძის შეფასებას გმობს.

“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით.

ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.

ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძემ დღეს მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით განაცხადა:

„მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

იტვირთბა....