aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინაში, სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში, სოფელ ხოტიანოვკაში საქართველოს მოქალაქე, შოთა ჭიჭეიშვილი, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.

როგორც უკრაინის პოლიცია განმარტავს, სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველები ეძებდნენ მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს, მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობის, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იგი სოფელ ხოტიანოკაში იმალებოდა, მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა პროკურატურასთან შეთანხმებით. პოლიციამ მას შესთავაზა დანებება, თუმცა, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების წინააღმდეგ, საპასუხოდ კი სპეცრაზმმა მისი ლიკვიდირება მოახდინა“, – განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი კრიშჩენკომ.

შემთხვევის დროს, დაშავდა ორი სამართალდამცველი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

იტვირთბა....