aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ქართული ღვინო იაპონიაში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დააგემოვნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში “Marunochi Bealding” ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება საქართველო-ურუგვაის მატჩის პარალელურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეში, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად მოსულ იაპონელ და უცხოელ სტუმრებს მიეცათ.

მატჩის ტრანსლაციის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩო იაპონიაში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა თეიმურაზ ლეჟავამ.

შემდეგი მატჩი საქართველოსა და ფიჯის შორის ოსაკაში 3 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც კვლავ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო – Грузинское вино.

უწყების ცნობით, იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.

იტვირთბა....