aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა.

მოსწავლის სკოლის დირექტორის თქმით, გარდაცვლილი ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა.

​„კარგი მოსწავლე იყო. ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა. დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო, მამა რუსეთში ცხოვრობდა. ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ.

არსებული ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....