aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

ქართველ მორაგბეებს მსოფლიო თასის ადმინისტრაციამ ბოდიში მოუხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მას შემდეგ რაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ურუგვაისთან შეხვედრაში ბორჯღალოსნების გატანილ ლელოებზე რუსული სიმღერები გაჟღერდა, ფაქტი, ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც და მოთამაშეებმაც მწვავედ გააკრიტიკეს. საქართველო რუსეთი არაა, ეს შეცდომა აღარ დაუშვათ! –  ასეთი იყო პათოსი ნაკრების კაპიტნისა და ნაკრების მწრთვნელის ჰეიგის მხრიდან.

ამის შემდეგ, მსოფლიო თასის ოფიციალურმა პრესსამსახურმა საქართველოს ნაკრებს ბოდიში მოუხადა:

“ჩვენი გულწრფელი ბოდიში ჩვენს ქართველ მეგობრებს იმ უსიამოვნების გამო, რომელიც მათ მივაყენეთ. ეს საკითხი საორგანიზაციო კომიტეტთან უკვე გავიარეთ და მსგავსი აღარ განმეორდება”.

შეგახსენებთ, ქართველმა მორაგბეემბა ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხეს და 2019 წლის მსოფლიო თასის პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

 

იტვირთბა....