aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვარკეთილში დაღუპული 16 წლის მოზარდის ჯგუფური ძარცვა მოხდა” – პროკურორი თვითმხილველებს ეყრდნობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვარკეთილში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, გარდაცვლილის ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებულები ჰყავს. აღნიშნული საქმის პროკურორი აცხადებს, რომ თვითმხილველების ინფორმაციით, განხორციელებულია გარდაცვლილის ჯგუფური ძარცვა.

“წარდგენილია რიგი მტკიცებულებებისა, რომელიც ადასტურებს საქმეზე ბრალდებულ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენას. არიან მოწმეები, პირდაპირი თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, თუ როგორ განახორციელდა ჯგუფურად ძარცვის ფაქტი. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ, ეს არის ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის ფაქტი. რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ მუხლით რომელიმე ბრალდებული პასუხისგებაში არ არის მიცემული” – განაცხადა პროკურორმა, ნათია ქომოშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დღეს 5 პირს პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....