aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ივანე მაჭავარიანი – ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე დაიწყებს გამყარებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციაც განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ იყო მონეტარული განაკვეთის აწევა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას”, – აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გააკეთა.

როგორ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, აღნიშნული არ მოხდება დღეებსა და კვირეებში, თუმცა, ლარის მიმართ პროგნოზები, ზოგადად, პოზიტიურია.

“როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება, რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა. ამას, როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური”,  – განაცხადა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....