aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასრულწლოვან დედას, რომელსაც 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ , 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას, ბრალდებულის გარდა, მოკლული ჩვილის მამა და ნათესავები ესწრებოდნენ.

არსებული ცნობით, ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და ოჯახი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ისინი არ გამორიცხადენ, რომ მცირე სასჯელის შეფარდება საქართველოს პარლამენტის წინაც გააპროტესტონ.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი დედა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისათვის 21 მაისს დააკავეს.

იტვირთბა....