aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თიბისი ბანკისა” და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ 2018 წელს „სესხების ჩამოწერის პროგრამა იყო თავსმოხვეული და არასასურველ პირობებზე ბანკებს დათანხმება აიძულეს, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ტყუილს უწოდებს.

მინისტრის თქმით, არ ესმის, პოლიტიკა დიდი, მსუყე ტყუილით რატომ უნდა დაიწყო.

“იყო ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და თითქმის ყველა ბანკი. ზოგიერთმა საერთოდ ინტერესი არ გამოხატა, მაგალითად, ეს იყო “პროკრედიტ ბანკი” და დაახლოებით 14-15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ვერ იპოვით ვერცერთ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც არა თუ დაემუქრნენ, არამედ არც უთხოვია ვინმეს გადაეხედათ და გადაეფიქრებინათ. ვინც დარჩა და ვალების ჩამოწერაში მონაწილეობა მიიღო, აბსოლუტურად ყველამ, საკმაოდ სარფიანად იხეირა, იმიტომ, რომ მანდ დიდი კომპონენტი ულიმიტო ვალების იყო, რომლის ამოღებაც პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას შემთხვევაში კომპენსირება ერთი და იგივე განაკვეთით მოხდა, რათა სპეკულაციები არ ყოფილიყო. მოიკითხეთ მათთან, ვინც მონაწილეობდა და ვინც არ მონაწილეობდა- იყო თუ არა მუქარა, ზეწოლა ან რაიმე ტიპის გართულება. პოლიტიკას რომ იწყებ, არ მესმის დიდი მსუყე ტყუილით რატომ უნდა დაიწყო? თითქოს ჩემთან ოთახში ხდებოდა ზეწოლა. არ ვიცი ეს ტყუილი რას ემსახურება და ადამიანი ასე რატომ უნდა იწყებდეს პოლიტიკას? აქედან გამომდინარე, ის რაც ხდებოდა ამ დრომდე ჩემს კაბინეტში და რაც ამის შემდეგ მოხდება, იქნება ერთადერთი: ერთი მხრივ ბიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესი. მგონია, რომ ეს შუალედი ჩვენ გვიჭირავს. ბიზნესს ჩვენგან მხოლოდ მხარდაჭერა ექნება ერთი დაშვებით, რომ მათ გადასახადები უნდა გადაიხადონ,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

იტვირთბა....