aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მამუკა ხაზარაძე – მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებიან არა სამართალს, არამედ ხელისუფლებას, გავუშვებთ სახლში

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გპირდებით, ჩვენ ამ პროცესს შევცვლით და მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებიან არა სამართალს, არამედ ხელისუფლებას, გავუშვებთ სახლში”, – აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესესთან დაკავშირებით გააკეთა.

ხაზარაძეს მიაჩნია, რომ ახლა სასამართლო სისტემის გათეთრება მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს სასამართლოს ე.წ. გათეთრება, რომელიც ყოველთვის იყო საბჭოთა სისტემა, გადადიოდა ხელიდან ხელში. წინა ხელისუფლებიდან ეს სასამართლო სისტემა გადაიბარა დღევანდელმა ხელისუფლებამ. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, არანაირი ეკონომიკა, მომავალი, არანაირი ინოვაცია და ემიგრანტების უკან დაბრუნება არ იქნება, თუ სასამართლო სისტემა არ იქნა გამჭვირვალე და მართლმსაჯულება არ იქნა აყვანილი ისეთ მაღალ სტანდარტზე, რომელიც ამის საფუძველს შექმნის. ეს არის ილუზია, ფარსი, არალეგიტიმური პროცესი და ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა ამ არალეგიტიმური პროცესის მონაწილეა. ქვეყნის განვითარება იწყება გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის სასამართლო სისტემის დაფუძნებით და თუ ჩვენ არ გვეყოლება ასეთი მოსამართლეები, დროებით ჩამოვიყვანთ ასეთ მოსამართლეებს და ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ უცხოეთში ან აქ უმწიკვლო რეპუტაცია, მივცემთ საშუალებას, მათ შექმნან ასეთი სისტემა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” მორიგი 12 წევრი დაასახელა.

 

იტვირთბა....