aviabiletebi
ახალი ამბები ბანკები ეკონომიკა მთავარი

“საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ლარი 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა იყოს გამყარებული” – „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ლარი გამყარებისკენ უნდა წავიდეს.

მისივე თქმით, ლარის კურსთან მიმართებაში საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ეროვნული ვალუტა 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა იყოს გამყარებული.

ამასთანავე, არჩილ გაჩეჩილაძე თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„კარგად გვესმის, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის მარტივი მსესხებლისთვის და მათ უძვირდებათ ცხოვრება. შესაბამისად ამ კუთხით ბალანსის დაცვა, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის განხილვა არის მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკის მონაწილე მხარეებმა დაინახონ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის. ეს საჭიროა, რომ ლარის მიმართ რწმენა აღდგეს და გაძლიერდეს.
საგარეო შოკები არ გვაქვს. პირიქით, ექსპორტი გაზრდილია, იმპორტი შემცირებულია. ყველანაირი ფუნდამენტური მიზეზი არსებობს, რომ ლარი გამყარდეს. უბრალოდ საჭიროა, ეკონომიკის ყველა მონაწილემ დაიჯეროს, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და როგორც კი ეს რწმენა გაძლიერდება, დარწმუნებული ვარ, ლარიც გამყარდება“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....