aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” განწირული არიან ერთ კოალიციაში ყოფნისთვის – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბოლოო ჯამში, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” განწირული არიან ერთ კოალიციაში ყოფნისთვის. ჩვენ ამ ორ პარტიას შორის სიმწვავეს ვუყურებთ, მაგრამ ეს ტაქტიკურია და არა სტრატეგიული და ფუნდამენტური, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” შესაძლო კოალიციის შექმნის თემის კომენტირებისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასა ” და “ევროპულ  საქართველოს” ერთი და იგივე ელექტორალური სეგმენტი ყავს და ახლა ორ პარტიას შორის არსებულ შიდა კონკურენციას ვუყურებთ.

“ტაქტიკურია იმიტომ, რომ ორივე ცდილობს, ელექტორალური ბაზა თავისკენ გადაქაჩოს. გამომდინარე იქიდან, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” ერთი და იგივე ელექტორალური სეგმენტი ყავს, შიდა კონკურენციის მომენტია. ამ დაპირისპირებას ვუყურებთ ჩვენ, ეს არაა ჯერ საარჩევნო დაპირისპირება, წინა მოსინჯვების პერიოდია თუ ვინ იქნება დომინანტი მომავალ კოალიციაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია. დღეის მდგომარეობით, ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ერთ კოალიციაში მოხვდებიან”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ავტორი: ბესო კუნელაური

იტვირთბა....