aviabiletebi
ახალი ამბები

ფოტოები შემთხვევის ადგილიდან: ნაპოვნი მტკიცებულებები ვარკეთილში მოზარდის გარდაცვალების ადგილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„პრაიმტაიმმა” ვარკეთილში მოზარდის გარდაცვალების ადგილზე არსებული მტკიცებულებების გადაღება მოახერხა.

გადაღებულ კადრებში მოჩანს სახურავზე არსებული ანაბეჭდები და ბოთლები. მტკიცებულებებს ამჟამად გამოძიება სწავლობს, რის შემდეგაც დაზუსტდება რა ნივთიერება ესხა ბოთლებში., რომელიც სახურავზე იქნა აღმოჩენილი.

კალაუბნის ქუჩაზე. მე-9 სართულიდან გადმოვარდა 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოზარდი სტადიონზე იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მას დაპირისპირება არავისთან ჰქონია. მეზობლების ინფორმაციით, მე-9 სართულზე ის მეგობრებთან ერთად იყო. შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ნივთმტკიცებულებები, რომელსაც გამოძიება სწავლობს.

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხით არის აღძრული და გამოძიება დაწყებულია.

შეგახსენებთ, 2 დღის წინაც ასევე ტრაგედია მოხდა ფონიჭალაში, სადაც 14 წლის გოგონა მე-7 სართულიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.

“პრაიმ თაიმის” ფოტოები

იტვირთბა....